კომპანია - შპს "ეს დეველოპმენთ"-ი დაარსდა 2014 წლის 04 სექტემბერს. მასში თავიდანვე გაერთიანდა სამშენებლო - დეველოპერულ საქმიანობაში კვალიფიციური ადამიანები: არქიტექტორები, ინჟინრები, იურისტები, მშენებლები და სხვა.

წლების განმავლობაში ორჯერ შეიცვალა დამფუძნებელ პარტნიორთა ვინაობა და 2017 წლის მაისში შეიცვალა მენეჯმენტიც, თუმცა არ შეცვლილა კომპანიის საქმიანობის სფერო, გაძლიერდა სამშენებლო საქმიანობაში გამოცდილ მშენებელთა და მუშა-სპეციალისტთა ბირთვი.

ჩვენი ინტერესთა სფეროს განეკუთვნება მრავალბინიან, კონფორტული და კეთილმოწყობილი, მრავალსართულიანი სახლების პროექტირება და მშენებლობა, დიდი სივრცეებით, მწვანე საფარით, ეკოლოგიურად სუფთა პირობების შემქნით, გართობისა და დასვენების ადგილების გაზრდით.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ უშვალოდ არ ვაწარმოებთ სამშენებლო სამუშაოებს, ჩვენ ვაწარმოებთ დეველოპერულ გათვლებს, ვათანხმებთ არქიტექტურული პროექტებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ სამსახურებთან, ვიღებთ მშენებლობის ნებართვებს და შემდგომ ამისა, სამშენებლო მომსახურებას ვუკვეთავთ მაღალი ავტორიტეტის და გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიებს.

ჩვენი ინვესტორები არიან, როგორც ქართველი, ასევე, ევროპის, ამერიკის, თურქეთის, რუსეთის და ემირატების მსხვილი მეწარმე სუბიექტები.

კომპანია - შპს "ეს დეველოპმენთ"-ს ხელმძღვანელობს, ამავე კომპანიის დირექტორი - ბაჩუკი ქირია.